კომპანია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პროექტ სერვისი XXI" დაარსდა 2007 წელს საქართველოში.

შესრულებულ სამუშაოთა მაშტაბები, კვალიფიციური ინჟინერ პერსონალი, მოქნილი და დამკვეთზე ორიენტირებული მენეჯმენტი, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება, სანდო და ავტორიტეტული პარტნიორები, ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია რომლითაც ჩვენი დამკვეთები თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ.

„პროექტ სერვისი XXI" მუდმივად მზარდი და განვითარებადი კომპანიაა. მის მიერ დანერგილი თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიები, პარტნიორთა მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა, შესრულებული სამუშაოს მაშტაბები, შემდგომი წარმატებული განვითარების წინა პირობას ქმნის.

პრიორიტეტის ფარგლებში ინტენსიურად ხდება მაღალი ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვა და მომხმარებლისთვის სულ უფრო მეტად გამრავალფეროვნებული პროდუქციის შეთავაზება. „პროექტ სერვისი XXI"-მა საქართველოში პირველი, „Hi-Tech” ტექნოლოგიებით აღჭურვილი ობიექტის პროექტირება განახორციელა Lon ქსელის საშუალებით. რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის სწრაფვას უსაფრთხოების, ენერგო ეფექტურობისა და მაღალი ხარისხისადმი.